დავით კირკიტაძე - IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ საჭიროა ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოს

IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ საჭიროა ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, რათა ამ ქვეყნის მთავარი დაბრკოლება - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავუშვათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ ვინ როგორ გაანალიზებს IRI-ის კვლევებს და სწორ დასკვნას გამოიტანს თუ არა.

„IRI-ის კვლევის შედეგების ხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინ როგორ გაანალიზებს აღნიშნულ კვლევებს და გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნას. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოს, ყველა ნაბიჯი გადადგას, რომელიც არის საჭირო, მათ შორის, მჭიდრო ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს იქნება კოალიციის შექმნა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ და „ქართული ოცნება“, ამ ქვეყნის მთავარი წინაღობა ევროინტეგრაციისთვის ხელისუფლებიდან გავუშვათ,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში