აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში რაიმე საჯარო პოზიცია უკავია - დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უკვე იმ ზომამდე არიან მისული, როცა მოთმინების ფიალა გადაივსო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
აქვე უსუფაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პირადად ის, პირველ რიგში, პოლიტიკური სანქციების მომხრეა ქვეყნის შიგნით, როცა საქართველოს მოსახლეობა დაინახავს, თუ ვინ - შეიძლება და ვინ - არა ქვეყანაში ამა თუ იმ ინსტიტუტს მართავდეს.
„აშშ-ს მთავრობისთვის მე არ მიმიმართავს თხოვნითა და რეკომენდაციით, რომ ქართველი მოსამართლეების დაესანქცირებინათ. მათ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი განსჯის შედეგად იმ ყველაფერზე დაყრდნობით მიიღეს, რასაც საქართველოში ხედავენ. ეს დასანქცირება უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში რაიმე საჯარო პოზიცია უკავია, რომ დიახ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უკვე ამ ზომამდე არიან მისული, მათი მოთმინების ფიალა უკვე გადაივსო და როცა მათ ნაბიჯი მოსამართლეთა მიმართ გადადგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა ყველა სხვა შემთხვევაში შეუძლიათ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.