ოპოზიცია მზად არის პარლამენტში მომავალ სასესიო კვირას ისევე იყოს წარმოდგენილი, როგორც წარმოდგენილი იყო წინა კვირას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
კორძაიას თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის მიერ განხილულია და უკვე კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია ასახული. ოპოზიცია ახლა პარლამენტში ინიცირებულ სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხის გატანაზე მსჯელობს, რაც კორძაიას შეფასებით, არანაკლებად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
„ოპოზიციას საკუთარი საკმაოდ გრძელი დღის წესრიგი აქვს. შეთანხმებული ვართ, რომ საგამოძიებო კომისიები ოპოზიციის მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი. ეს არის პირობა იმისა, რომ ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სრულად იქნება წარდგენილი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.