დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის მოსმენა გაიმართა

დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა - მოსმენაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, დანიის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რუსული ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და საქართველოს სამშვიდობო როლი.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებას, საქართველოსა და დანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის როლს.

„საქართველოს შესახებ მოსმენა ამჯერად დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა. კომიტეტის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე, რუსულ ოკუპაციაზე და მის მძიმე შედეგებზე, საქართველოს სამშვიდობო როლზე რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ ნატო-ს სამიტს და საქართველოს მოლოდინს ალიანსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის დამყარებისთვის, რაც საბოლოოდ უნდა დაგვირგვინდეს ნატო-ს წევრობით. ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დანიელ დეპუტატებს ჰქონდეთ ობიექტური ხედვა საქართველოს წინსვლასა და გამოწვევებზე. დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის დელეგაცია უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ