ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას - ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და გავიტანთ ბოლომდე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შექმნას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია“, რომელსაც“რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“.

„ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია”, - დასძინა კობახიძემ.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი