ირაკლი კობახიძე ბრიუსელში სტუდენტების აქციაზე - სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინაღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს“ და ასევე „ფრანკლინის კლუბს“ - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში გამართული სტუდენტების აქციის კომენტირებისას.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინაღმდეგ, ამაში მათ ჩართეს რამდენიმე სტუდენტიც, ესენი არიან თუ არ ვცდები საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პირდაპირ მიეკუთვნებიან „გირჩს“ და ასევე „ფრანკლინის კლუბს“. ძალიან სამწუხაროა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს ჩააგდოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩვენს დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის. თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული კანდიდატის სტატუსის მიღებაზე“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი