გია ხუხაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“ - მისი გაყოფა გარდაუვალია

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უბრალოდ გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, როდესაც პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უკვე ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.

„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? - ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ბოლო კვლევაზეც, IRI-ის უახლესი კვლევების შეფასებისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური ზრდის საშუალება არ აქვს და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს მისცემს.

„ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია. მას 10- პროცენტიანი პარტიაც რომ შეუერთდეს, ჯამში 14%-ს პლუს 10% კი არ იქნება, იგივე 14% დარჩება ან შეიძლება 15-16% გახდეს. იმიტომ, რომ ეს პარტია ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს და აშორებს იმ პარტიას. ასეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული დამღა და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს არ მისცემს, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა