გიგა ბოკერია - ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტი საერთაშორისო ამოცანებთან კავშირში არაა და საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი შიდა „პიარს“ ემსახურება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტი საერთაშორისო ამოცანებთან არანაირ კავშირში არაა და საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი შიდა „პიარს“ ემსახურება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, პარადოქსია, მაგრამ უნგრეთში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრის გზავნილი საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას ხელს შეუწყობს.

„ეს უნდა დავინახოთ, როგორც მხოლოდ შიდა პიარის ამბავი. ეს ხალხი უნგრეთში წავა თუ ბულგარეთში, რეალურად, იმას კი არ ცდილობს რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ ნატო-ს წევრები გავხდეთ, უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვიყოთ, ვისარგებლოთ ამ მომენტით, რომ ამ ამ ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ, არა, მხოლოდ ივანიშვილის და მათი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს ჩვენი მომავლის დათმობის და ღალატის ხარჯზე. ეს არის რაც ხდება. პარადოქსია, მაგრამ უნგრეთში ვიზიტის მისი გზავნილი ხელს შეუწყობს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას,“ - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხს, როგორც ბოკერია აღნიშნავს, „კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ, თუ შემდეგ არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის არ ვცვლით, ეს სტატუსი დარჩება უბრალოდ ინსტრუმენტად ჰაერში“.

„კანდიდატობის სტატუსის საკითხი გადაწყდება ბრიუსელში და თუ მივიღებთ ეს იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილის რეჟიმს ყველაფერი გაფუჭებული აქვს. ეს ვერ შეტრიალდება, გამორიცხულია! ჩვენი გზავნილი არის მარტივი - კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ, თუ ივანიშვილის რეჟიმის არ ვცვლით შემდეგ არჩევნებზე, ეს სტატუსი დარჩება უბრალოდ ინსტრუმენტად ჰაერში. ჩვენ გვჭირდება ევროპული, პროევროპული, პროდასავლური მთავრობა, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენოს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის ნატო-ს და ევროკავშირის წევრობა და არა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ