ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი რომ არ იკვებება, ყველასთვის შეშფოთების საგანია და არა მარტო ხაბეიშვილისთვის - იმედი მაქვს, მშობლები მოუტანენ საჭირო კალორიის მქონე საკვებს

ადამიანი რომ არ იკვებება, ყველასთვის შეშფოთების საგანია. ნუ გგონიათ, რომ მარტო ხაბეიშვილისთვის არის. იმედი მაქვს, მშობლებისთვისაც გახდება რეალური შეშფოთების საგანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და აღნიშნა, რომ არავის აქვს პრობლემა სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოს, რადგან მისი უფლებები დაცულია და ყველა სერვისი მიეწოდება.

მისივე თქმით, თავად პაციენტის პასუხისმგებლობაა, თუ ის საკვებს არ იღებს.

"ზოგადად, შეშფოთების საგანი არის ყველასთვის, არა მარტო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ჩემთვისაც როგორც ერთი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანია, რომ ადამიანი არ იკვებება. ეს ყველასთვის შეშფოთების საგანია. ნუ გგონიათ, რომ მარტო ხაბეიშვილისთვის არის. იმედი მაქვს, როცა მშობლებისთვისაც გახდება რეალური შეშფოთების საგანი, მიუტანენ იმ საკვებს, რაც კალორიულად ოდნავ მეტი იქნება, რომ ადამიანი ნორმალურ კონდიციაში დაბრუნდეს," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა