ანა ფოტიგა IRI-ს კვლევაზე - „ქართული ოცნება“ უარყოფს ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებში გაერთიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ ორი დღის წინ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % - მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % - ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% - კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი