შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა

შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

ხაზი გაუსვა 2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

შვედეთის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და მისი მოგვარების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობა. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიაზე და მის გავლენაზე საქართველოსა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე.

„შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. შვედი კოლეგები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობით და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით დაინტერესდნენ. კითხვები დაისვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რასთან დაკავშირებითაც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. შვედი პარლამენტარებისგან მივიღეთ მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს შესახებ მოსმენას დაესწრნენ დეპუტატები შვედეთის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიიდან და აგრეთვე, საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში, ირაკლი ხუცურაული.

ნიკოლოზ სამხარაძემ შვედი კოლეგა და კომიტეტის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა