დავით სიხარულიძე - ველური ანტიდასავლური პროპაგანდაა - მთავრობა მტრების ძებნისა და შექმნის მეტს არაფერს აკეთებს, რაც უბედურებაა, ეს არაევროპულია

ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ზოგადად, როგორ უდგება სახელმწიფოს მართვას „ქართული ოცნება“, ეს არის სახელმწიფოს მმართველობის ტიპური რუსული სტილი, - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

სიხარულიძე ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო დროინდელ ვიზიტებს და განაცხადა, რომ ამან ინტენსიური სახე მარტის აქციების შემდეგ მიიღო.

მან ისაუბრა ხელისუფლების მმართველობის სტილზე და აღნიშნა, რომ დღეს "ველური ანტიდასავლური პროპაგანდა" მიმდინარეობს და მთავრობა, რომელსაც უზარმაზარი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა "ადევს კისერზე, მტრების ძებნის, შექმნის მეტს არაფერს აკეთებს", რაც, მისივე შეფასებით, არის უბედურება.

„გახშირებული ვიზიტები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ დააკვირდებით, ეს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მარტის გამოსვლების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ევროპული ინტეგრაცია მიუხედავად იმისა, რას აკეთებს მთავრობა. ქართველი ხალხის არჩევანი ეს არის. ბუნებრივია, რომ სააკაშვილის თემაც იქნებოდა, ასევე პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას თემაც იქნებოდა. ევროპული ინტეგრაცია ზოგადად ევროპელობას გულისხმობს, აქ მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმები არ არის.

ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ზოგადად, როგორ უდგება სახელმწიფოს მართვას „ქართული ოცნება“, ეს არის სახელმწიფოს მმართველობის ტიპური რუსული სტილი. პირველი, ეს არის საზოგადოების დახლეჩა და დაყოფა. დასავლეთში, რაც არ უნდა მწვავე იყოს არჩევნები, არჩევნების დასრულების შემდეგ, მთავრობა როგორც ყველას მთავრობა, ისე გამოდის. ჩვენთან ეს ყველაფერი პირიქითაა, პრაქტიკულად ყველას დაუპირისპირდა მთავრობა, ველური ანტიდასავლური პროპაგანდაა, რომელიც მთავრობიდან მომდინარეობს, აბსურდულ „პიარკამპანიებს“ ვხედავთ, რომელიც საზოგადოების დაყოფისკენაა მიმართული.

ადამიანს, რომელსაც გლობალური ომის პარტიის არსებობა სჯერა, უპირისპირებენ დანარჩენ საზოგადოებას... მთავრობა, რომელსაც უზარმაზარი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ადევს კისერზე და მტრების ძებნის, შექმნის მეტს არაფერს აკეთებს, ეს არის უბედურება, ეს არის არაევროპული. 12 პუნქტზე მნიშვნელოვანი, ეს მიდგომაა, არის თუ არა, ეს ცივილიზებული, თანამედროვე სახელმწიფოსთვის ღირსეული მიდგომა სახელმწიფოს მართვისათვის, თუ ეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა, შეთქმულებების თეორიების გადმოღვრა. რუსეთშია ასე, სულ შეთქმულების თეორიებით ცხოვრობს ეგ ხალხი.

პრიმიტიული რუსული პოლიტტექნოლოგიაა. მიზანია ის, რომ რაც უფრო დახლეჩავ საზოგადოებას და რაც უფრო ფრაგმენტირებულია საზოგადოება, მით უფრო მეტ ხანს შეგიძლია სახელმწიფო რესურსების მანიპულირებით შეინარჩუნო ძალაუფლება...ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვნად მცდელობაა, საქართველოს შესაძლებლობას ძირი გამოუთხარონ, ჰქონდეს სერიოზული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან ეს თავისთავად დემოკრატიზაციას, კარგ მმართველობას გულისხმობს. ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, ხელისუფლებას ასეთი სწორი გზებით ვერ შეინარჩუნებდნენ, რაც ძალიან მძიმედ აისახება როგორც სახელმწიფოზე, ასევე საზოგადოებაზე“, - განაცხადა სიხარულიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ