ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერებს და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან - იულია კრონლიდთან და შერსტინ ლუნდგრენთან, შვედეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუდრუნ ბრუნგორდთან და ჯგუფის წევრებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესი და განხორციელებული რეფორმები.

საუბარი აგრეთვე შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

„შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლი და შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისება.

პარლამენტში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში, ირაკლი ხუცურაული.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა