გიგი წერეთლის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტები სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ

„ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტები სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გიგი წერეთელმა, ჟოაო სუარესმა (პორტუგალია) და პეტროს ეფთიმიუმ (საბერძნეთი) შეხვედრები გამართეს უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან, პირველ ვიცე-სპიკერ ალექსანდრ კორნიენკოსთან, უმრავლესობის ლიდერ და ვით არახამიასთან, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან.

წერეთელი აცხადებს, რომ შეხვედრების ძირითადი თემა იყო დღეს არსებული ვითარება უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონებში, მზადება კონტრშეტევისთვის, რომელიც ახლა უკრაინის ხელისუფლების და ხალხის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ასევე, უკრაინის ევროატლანიკური ინტეგრაციის საკითხები და რამდენად შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს საერთაშორისო საზოგადოების დახმარება.

წერეთელი აღნიშნავს, უკრაინის ევროინტეგრაცია და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ნატო-ს წევრობის სახით, მის გამარჯვება ამ გაუმართლებელ ომში, პრაქტიკულად ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს აქვს შანსი, ეს მიზნები გაცილებით სწრაფად შეასრულოს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი და ემოციური იყო ბუჩაში ვიზიტი.

დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდა და უმძიმესი სამხედრო დანაშაულები განხორციელდა.

"გავესაუბრეთ დაზარალებულებს. აღმაფრთოვანებელია ამ ხალხის გამძლეობა, ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი - დღეს, ბუჩაში, ნანგრევებისა და რუსული აგრესიის კვალი თითქმის აღარ ჩანს. ძალიან სწრაფად ხდება აღდგენითი სამუშაოები. ეს ხალხი მონდომებულია იბრძოლოს, თავისუფლება მოიპოვოს და განვითარებული, თანამედროვე ქვეყანა ააშენოს”,- აცხადებს გიგი წერეთელი.

გიგი წერეთლის თქმით, ასეთ ვითარებაში, როდესაც უკრაინას უპირობო თანადგომა სჭირდება, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეროვნული ინტერესების უკიდურესად დამაზიანებელი პოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, რუსეთისა და ბელარუსის სტილში.

"სამწუხარო ამბავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დღეს ის არ არის უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად მებრძოლი გამარჯვებისთვის და ამავე დროს, საქართველოს გამარჯვებისთვის და მისი მშვიდობიანი მომავლისთვის”, - აღნიშნავს წერეთელი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში