პაატა მანჯგალაძე - კარგია, თუ პრეზიდენტი გამოვა ევროპარლამენტში, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებას მხოლოდ საუბრები არ შველის, ჩვენ კონკრეტული საშინაო დავალება გვაქვს

კარგია, თუ პრეზიდენტი გამოვა ევროპარლამენტში, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებას მხოლოდ საუბრები არ შველის, ჩვენ კონკრეტული საშინაო დავალება გვაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, რომელიც 31 მაისსაა დაგეგმილი.

კითხვაზე, გაქარწყლდა თუ არა, ვერსია იმის შესახებ, რომ ბრიუსელში 18 აპრილის გამოსვლის გაუქმება, ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შედეგი იყო, ასე პასუხობს:

„ასე დეტალურად არ მისაუბრია. ჩვენი ვერსია იყო, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ სათქმელიც დიდი არაფერი იყო და ალბათ, ამიტომ მოხდა. კარგია, თუ პრეზიდენტი გამოვა, საქართველოსთვის ყველა ფორუმი, ყველა ტრიბუნა გამოყენებული უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებას მხოლოდ საუბრები არ შველის, ჩვენ კონკრეტული საშინაო დავალება გვაქვს და ეს გასაკეთებელია. ანგარიში გამოქვეყნდა, ორი [რეკომენდაცია] მეტნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი რაღაც ფაზაშია, ზოგი საერთოდ საწყის ეტაპზეა, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, ოპოზიციის ასეთი განწყობით, უმრავლესობაში რომ იყოს ხალხი, 2 თვეში, მათ შორის, სასამართლო რეფორმასაც კი ჩავატარებდით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ისაუბრა შესაძლო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იდეაზეც და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ამის ნიადაგზე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, ვადამდელი არჩევნები ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

„კანდიდატის სტატუსი არ არის რიგითი ამბავი. „ქართული ოცნებაც“ კი, პოზიტიურ დღის წესრიგში ამბობდა, 2024 წელს შეიძლება განაცხადი გავაკეთოთ კანდიდატის წევრობაზეო. ჩვენ პერსპექტივა მოგვანიჭეს, მაშინ როცა, შეგვეძლო კანდიდატი ვყოფილიყავით. არავინ დაიჯეროს, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს, ჩალის ფასი კი არ აქვს, ამის გარეშე ვერ ხდება წევრობა, ერთი ნაბიჯია წევრობამდე...

არც მინდა სცენარი განვიხილო, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ეს ის კი არაა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო, საქართველომ ვერ მიიღო არის კანდიდატის სტატუსი. ამიტომაც ყველგან ვამბობთ, ქვეყანას სჭირდება, ამის ფასი საქართველოს გადახდილი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს ჩვენი ბრძოლიდან გამომდინარე საუკუნეების მანძილზე, რომ ევროპის ნაწილი პოლიტიკურადაც გავხდეთ... არ მინდა მიამიტურად შევხედოთ - რუსულ კანონზე რა რეაქცია ჰქონდა ადამიანებს, 90%-ს ევროპა უნდა და „ქართული ოცნების“ დამსახურებით, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, რა ვუთხრათ, არ გამოხვიდეთ ქუჩაში, „ქართული ოცნება“ იტყვის არეულობა უნდა ოპოზიციას და ამიტომ არ გამოხვიდეთო? თუ ამის ნიადაგზე პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, აბა, არეულობა და ქაოსი ვის უნდა? არჩევნების გარეშე ხელისუფლების ცვლილებას მხარს არასდროს დავუჭერ, მე ხელისუფლების არჩევნებით ცვლილების მომხრე ვარ. პასუხისმგებლობიანი განცხადებაა კი, უპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ვთქვა, სახლში დასხედით ხალხო, დაელოდეთ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყურით როდის მიგათრევთ. თუკი, „ქართული ოცნების“ დამსახურებით კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ვემხრობი იდეას, რომ პოლიტიკური ფასი გადაიხადოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი