სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი არ დაკარგოს

საქართველოში პოლონეთის საელჩოში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები პოლონეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუმს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ

შეხვედრაზე ისაუბრებენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხს ეხება.

"პოლონეთი არის და იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს, როდესაც რამდენიმე თვე რჩება ევროკავშირის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიაროთ ის ხედვა, რაც უკავშირდება ამ

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირის მოთხოვნებიდან დიდი ნაწილი შესრულებული არ არის. ჩვენი ამოცანა არის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს მაქსიმალურად ზეწოლა ხელისუფლებაზე უახლოეს თვეებში, რომ ეს ვითარება შევცვალოთ და ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც წლის ბოლოს ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პოლონეთის პოზიციას ამ საკითხზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ

პოლონეთის როლი ევროკავშირში კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე.

რაც შეეხება პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ამიტომ, მე აუცილებლად მექნება საუბარი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, "ლელოს" პოზიცია არის, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ ისეთ პირობებში, სადაც მის სიცოცხლეს გადაარჩენენ. პოლონეთის ხაზგასმული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ

ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის პრობლემა ისევე, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და შეუსრულებელი ვალდებულებები ევროკავშირთან, ერთობლიობაში უქმნის გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა სამადაშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ