გიორგი სიორიძე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ვადის გახანგრძლივებაზე - ეს სამართლებრივ ენაზე გახლავთ ხელისუფლების თვითნებობა, რაც კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას ნიშნავს

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის უფლებამოსილების ვადა გაურკვეველი ვადით არის გახანგრძლივებული, „ეს სამართლებრივ ენაზე გახლავთ ხელისუფლების თვითნებობა, რაც კონსტიტუციის დარღვევას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას ნიშნავს“.

როგორც სიორიძე აცხადებს, ეს საკითხი სხვა პოლიტიკური მოვლენების ჩრდილში ექცევა, არადა ქართული დემოკრატიისთვის დიდი გამოწვევაა.

გიორგი სიორიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ.

„დიდი ნაბიჯია, როდესაც ელექტრონულ ტექნოლოგიებს ვნერგავთ კენჭისყრის პროცესში, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების კუთხით. ვგულისხმობ, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევას. ამ პრობლემურ პროცესს სამი მდგენელი აქვს. პირველი: ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ორ წევრს, გასული წლის აგვისტოში გაუვიდათ უფლებამოსილების 6- თვიან ვადა. სრულიად მახინჯი ნორმის საფუძველზე, რომელიც კანონმდებლობაში ჩაწერეს, აგერ უკვე 9 თვეა გასული და ეს პირები თანამდებობას ისევ იკავებენ. მეორე: როდესაც აგვისტოში გაუვიდათ ამ პირებს ვადა, საქართველოს პრეზიდენტმა ისინი არ წარუდგინა პარლამენტს ასარჩევად, პროცესი პარლამენტმა ხელოვნურად გააჭიანურა. საკანონმდებლო ვადების უხეში დარღვევით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა იმ პროცესს როგორც ის მიმდინარეობდა. ეს სამართლებრივ ენაზე გახლავთ ხელისუფლების თვითნებობა, რაც კონსტიტუციის დარღვევას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას. მესამე გახლავთ მიმდინარე სტატუს - კვო. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო წარდგენილი კანდიდატურა კონკურსი გამოცხადდა. ეს კონკურსი რამდენიმე თვეა ხანგრძლივდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავის აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს. ამ მიზნით ვხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხშირად ხდება, რომ სხვა პოლიტიკური მოვლენების ჩრდილში ექცევა ეს საკითხი, არადა დიდი გამოწვევაა ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიური პროცესი, მაგრამ ინსტიტუციური განვითარების გარეშე ეს პროცესი, რომელიც ერთი მთლიანი პროცესია და არჩევნები ეწოდება, დისკრედიტირებული იქნება. ხვალ არის შუალედური არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები რამდენიმე ოლქში. მე მივდივარ დასაკვირვებლად, რადგან ის დიდი სიკეთე, რომელიც ტექნოლოგიებს მოაქვს ვნახო. ამასთან, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და მინდა, რომ ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით გაუჩნდეთ ადამიანებს ინტერესი, რომ პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს",- აღნიშნა სიორიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში