ალექსი პეტრიაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარაფერს ფუთავს და აღარაფერს მალავს, უბრალოდ ევროპას უნდა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც მათ ეკუთვნით

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, არ გაკვირვებია, რომ ის უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე მიწვეულია და სიტყვით გამომსვლელებს შორისაც არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიპაკის კონფერენციაზე იმ ხაზს გაატარებს, რომელსაც ზოგადად „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ატარებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილის შეხედულებიდან და მისი პოზიციონირებიდან გამომდინარე არ გამკვირვებია, რომ ის უნგრეთში, კონფერენციაზეა მიწვეული და სიტყვით გამომსვლელებს შორისაც არის. უბრალოდ, ფაქტია, რომ ასეთ შეკრებებზე, როგორიც არის მაგალითად: მიუნხენის კონფერენცია, ის არ სარგებლობს იმ შესაძლებლობით და პრიორიტეტულ თემებზე არ საუბროს, ახლა კი სიპაკის კონფერენციაზე ის იმ ხაზს გაატარებს, რომელსაც ზოგადად „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა ქვეყანაში ატარებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღარაფერს ფუთავს და აღარაფერს მალავს, უბრალოდ ევროპას და ევროპულ ოჯახს ძალიან უნდა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც მათ ეკუთვნით და რასაც იმსახურებს. სინამდვილეში, მაქსიმალურად ცდილობენ იმ გზავნილებით დატვირთონ, რაც მათი გადმოსახედიდან აუცილებელია. გულწრფელად, რომ ვთქვა, ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით აღარ მგონია ვინმეს სერიოზული კითხვის ნიშნები ჰქონდეს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოში დასავლელი დიპლომატების ვიზიტები დემონსტრირებაა იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალისხმევაა საჭიროა, რომ ევროპულ კომისიას წმინდად გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოს.

„საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია თუ პოზა უჭირავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ყველანაირად იმსახურებს. თქვენ თუ არ გინდათ, ამ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, თქვენ თვითონ დათვალეთ და დაიანგარიშეთ, რამდენად სწორია საქართველოს იმ სივრცის მიღმა დატოვება, რომელსაც დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს სივრცე ჰქვია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე დაიწყება. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. იმედია დადებითი პასუხი საქართველოსთან მიმართებით მიღებული იქნება იმისთვის, რომ ნაპრალი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შორის არ გაიზარდოს, საერთოდაც შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხუროს. სხვათა შორის, ამის საფრთხე ძალიან დიდია. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში დასავლელი დიპლომატების ვიზიტები იმ გაჩენილ შესაძლებლობას ეხება, რომელიც რეალურად არის შესაძლებლობა. ასევე, დემონსტრირებაა იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალისხმევაა საჭიროა, რათა ევროპულ კომისიას წმინდად გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ