რა რიგგარეშე არჩევნები?! აგერ, ხვალ, შუალედური არჩევნები ტარდება და არსად ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურა წარმოდგენილი არა ჰყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.
უმრავლესობის წევრის თქმით, თუ ოპოზიციას პრაგმატიზმი გააჩნია, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არაფერში სჭირდება, რადგან უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე მას დღეს აქვს.
„კვლევები, რომლითაც ზოგიერთი ოპოზიციონერი პარტია იქადნის, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. ამის დასტურია ის, რომ ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ერთი რაიონის გარდა, შუალედურ არჩევნებში კანდიდატურა ვერ დააყენა“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.