გიორგი სიორიძე - ლეგიტიმაციის თვალსაზრისით სრული კრიზისია საარჩევნო ადმინისტრაციაში - ვგეგმავ, უფრო ინტენსიური კონსულტაციები მქონდეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

ლეგიტიმაციის თვალსაზრისით სრული კრიზისია საარჩევნო ადმინისტრაციაში. ვგეგმავ, უფრო ინტენსიური კონსულტაციები მქონდეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

სიორიძემ იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის უფლებამოსილების ვადა გაურკვეველი ვადით არის გახანგრძლივებული და აღნიშნა, რომ „საქართველოს პარლამენტი თვეებია არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებს“.

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სრულად იზიარებენ იმ პოზიციებს, რომელიც მათ წინაშე დავაყენე ერთი მარტივი მიზეზის გამო, აქ არ არსებობს კითხვის ნიშნები, ყველაფერი ხელისგულზეა, საქართველოს პარლამენტი თვეებია არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებს და პროცედურებს, ადამიანები პარლამენტისთვის არიან წარდგენილები უმაღლეს თანამდებობაზე ასარჩევად და ხელოვნურად აჭიანურებს ხელისუფლება მათი არჩევის პროცესს. ეს ბუნებრივია აღრმავებს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. სამწუხაროდ, ეს საკითხი ხშირად ექცევა სხვა პოლიტიკური საკითხების ჩრდილში. ვნახეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები, რომ ფოკუსში ექცევა მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნები. ვხედავთ, რომ ეს აფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე 12 პუნქტის შესრულების გეგმას. ლეგიტიმაციის თვალსაზრისით სრული კრიზისია საარჩევნო ადმინისტრაციაში. ყველა ჩართულ მხარესთან უნდა ვისაუბროთ აღნიშნულზე. ვგეგმავ, უფრო ინტენსიური კონსულტაციები მქონდეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის დისკრეციაა წარუდგინოს პარლამენტს კანდიდატები ასარჩევად. ამ დისკრეციას საქართველოს პარლამენტი ძირს უთხრის. შესაბამისად, ვფიქრობ, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გააქტიურდეს, პარლამენტმა მოვალეობები შეასრულოს, შემდეგ კი ყველა ჩართულმა მხარემ უნდა შექმნას პროცესი“,- აღნიშნა სიორიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი