გივი მიქანაძე - ეს არის მორიგი მცდელობა, აწიოთ თემა, თითქოს უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ - მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით!

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „სპეკულაციური“ და „მანიპულაციური“ უწოდა კითხვას, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

როგორც მიქანაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განმარტა, პარლამენტში ერთ თვის წინ დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, რის გამოც გუშინ წამოვიდნენ.

„დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, აწიოთ თემა, რომ თითქოს უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! მინისტრთან შეხვედრა ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი. ამიტომ დელეგაციამ მუშაობა დაასრულა და წამოვიდა. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ამას ხელს უწყობთ. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული და ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს - იმაზე საუბარი, რომ თითქოს საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა