ლევან ხაბეიშვილი - „დეოლიგარქიზაცია” ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები - საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს

საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები.“

ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი. გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი. ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი. ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი - თანამშრომელი. ვახტანგ გომელაური - შსს მინისტრი, ივანიშვილის დაცვის წევრი. ანზორ ჩუბინიძე- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ივანიშვილის დაცვის უფროსი. ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურის მინისტრი, ივანიშვილის კომპანია "ბლექსი რივერას" დირექტორი. ოლიგარქიული მმართველობის მტკიცებულებები და ასეთი მმართველობის კლასიკური გამოვლინება. „დეოლიგარქიზაცია“ ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები ... ამაზე უკეთ, შეუძლებელია ავხსნათ ოლიგარქიული მმართველობა. აი, ეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებაა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის. ამის დაშლას, მოშლას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს...“, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ მედიაში წერს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს