შალვა პაპუაშვილი - მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო ერთი ქულით დაწინაურდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება.

მისი თქმით, კვლევის მიხედვით 70 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და ესტონეთის შემდეგ უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველომ წინა წელთან შედარებით გააუმჯობესა ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის მაჩვენებელი და 100 ქულიდან 78 ქულა მიიღო.

„მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშში საქართველო 2022 წელს ერთი ქულით დაწინაურდა.

მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობის შედეგები გაუარესებულია, საქართველომ წინა წელთან შედარებით გააუმჯობესა ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა, 100-დან 78 ქულა მიიღო და „თავისუფალ“ ქვეყნად შეფასდა.

აღნიშნული კვლევით, 70 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და ესტონეთის შემდეგ უსწრებს, კვლევის ფარგლებში შეფასებულ, ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა