ოლექსი გონჩარენკო - საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია - PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას

საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, დროა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

„დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, - წერს უკრაინელი დეპუტატი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში