ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ პირნათლად და დროულად  შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა

ჩვენი შეხვედრისას ქალბატონ მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ პირნათლად და დროულად 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულების მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და რეკომენდაციების სრულად შესრულებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.

„მე ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ასევე, ქალბატონ მინისტრს გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ. მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს, უკვე ჩატარებული რეფორმების, რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია. დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი