ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაა

ვფიქრობ, ვიზიტი ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვან და ახალ იმპულსს მოიტანს.

„როგორც გასულ წელს, წელსაც ჩვენ ძალიან დინამიური ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენ მოგვეცა საშუალება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში შეხვედრები გაგვემართა და გვესაუბრა იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც, ერთი მხრივ, არის ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში და ასევე, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობები სწორედ ამ დინამიური პროცესების დროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულახდილი და სიღრმისეული დიალოგი, რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ, მომავალშიც გაგრძელდება.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, მას აქვს მრავალი განზომილება. ეს მოიცავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე საკითხს, რომელიც ეხება საფრანგეთის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას და მობილიზებას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ასპირაციების წარმატებით შესრულებაში.

ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში ვიზიტი, ვფიქრობ, რომ თავის ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს მოიტანს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრებისგან, საფრანგეთისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მანიფესტაციაც არის.

ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირზეა დაფუძნებული, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ორ ქვეყანას შორის ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან ღირებული დიალოგის ფორმატი და ვფიქრობთ, რომ წელს სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა. ეს პლატფორმა ძალიან ღირებული მექანიზმია იმისთვის, რომ აქცენტები გავაკეთოთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც განსაზღვრულია და რომელიც მომავალში იქნება განსაზღვრული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს საფრანგეთის ძალიან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართულებით.

"მე მქონდა შესაძლებლობა მოკლედ გამეზიარებინა ქალბატონი მინისტრისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით გარემო, რომელშიც ჩვენი რეგიონია, ჩვენ ვართ. რუსეთის სამხედრო აგრესიამ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ, მთლიანად შეცვალა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა და ვფიქრობ, რომ ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალმა უსაფრთხოების არქიტექტურამ მაქსიმალურად განმტკიცოს ყველა რეგიონში უსაფრთხოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ძალიან მყარად დგას იმ სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ერთადერთი გზა იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის გამტკიცება. ჩვენი ხელისუფლება მყარად და ურყევად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი