კატრინ კოლონა - მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა თბილისში ახალი საელჩო ააშენოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები ერთმანეთს უკვე პარიზში შეხვდებიან.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა თბილისში ახალი საელჩო ააშენოს. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით წინ მალე წავალთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი სიმბოლო იქნება.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემოდგომაზე „ამილახვარის დიალოგის“ ფარგლებში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან ბედნიერი ვიქნებით, მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და სხვა მინისტრები, რომლებიც „ამილახვარის დიალოგში“ არიან ჩართულები“,- განაცხადა კატრინ კოლონამ.

მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლზეც ისაუბრა.

„მე ასევ მოკლევადიანი ვიზიტი მქონდა აზერბაიჯანში და სომხეთში. მინდა მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში. ეს არის ყველა ქვეყნის და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ იმას, რომ ხალხს მშვიდობა სურს და ეს არის მათი კანონიერი სურვილი.

ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო მინისტრო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და იმისათვის რასაც აკეთებთ. წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ თქვენი გამარჯვება და წარმატება გვსურს. ამ საქმეში ჩვენ თქვენ გვერდში ვიქნებით“,- განაცხადა კოლონამ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა