დავით უსუფაშვილი - ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს - ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“, კანონითაა პირდაპირ აკრძალული

ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიათა გაერთიანების ნაცვლად „ლელოს“ კარი ღიაა ინდივიდებისთვის.

„მე ვარ „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტში, ვმუშაობ 723-ე ოთახში. ჩემი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თვლის, რომ „ლელოსთან“ ერთად წარმოუდგენია უფრო დიდ და უფრო მძლავრ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. 723-ე ოთახში ინდივიდებისათვის ყველასთვის ღიაა კარი. ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“, კანონითაა პირდაპირ აკრძალული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პარტიები ადამიანების გაერთიანებამ უნდა გააძლიეროს.

„პატარ-პატარა სოკოებად გაშლილი პოლიტიკური პარტიები ყველაზე მარტივი სანადიროა პირველ რიგში ხელისუფლებისთვის და მეორე რიგში ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის. „შენების მოძრაობა“ რომ შევქმენით, გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ერთ-ერთი კომპონენტი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის და „ლელო“ დღესაც ასეა.

„ლელოს“ შექმნის გენეტიკური, პოლიტიკური კოდია ის, რომ აქ თავი მოიყარეს სხვადასხვა პარტიებიდან, სხვადასხვა ჯგუფებიდან და მზად ვართ ისევ ამისთვის. პარტია უნდა გააძლიეროს ადამიანების გაერთიანებამ, არა მარტო პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ ექსპერტებმაც, რომლებიც ძალიან ბევრი რამ ჩვენზე მეტი იციან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის