მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა - დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება.

ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს.

„გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართულებით არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს, რაც ძალიან მიხარია. თუ რაიმე ხარვეზი იქნება, ბუნებრივია, ეს ჩვენ გამოგვადგება შემდგომ პერსპექტივაში ამ ხარვეზების დახვეწისთვის, გამოწვევების გადასალახად იმისთვის, რომ ელექტრონული არჩევნები შემდეგისთვის არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებდეს და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებში.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რა პროცენტიც ამ ორგანიზაციამ რომელიღაც კაბინეტში დაგვიწერა, იმიტომ, რომ რეალურად რაღაც გაყალბებული დოკუმენტი იყო, იმ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მივა დღეს ქვეყნის მასშტაბით იმ ოლქებში, რომლებშიც არჩევნები მიმდინარეობს. ხაზგასმით ვამბობ, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში- „ქართულ ოცნებას“ ვერ გაუბედეს, რომ კონკურენტები დაეყენებინათ. ამიტომ, ის პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, რაიმენაირად გვერდზე უნდა გადაწიონ და ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვთ საქმე, როდესაც ერთი მხრივ, ასეთი მტკიცებულებები ჩნდება და მეორე მხრივ ჩნდება კვლევები, რომელსაც საერთო რეალობასთან კი არ აქვს, არამედ 30%-იანი ცდომილებით არის ხოლმე გაყალბება", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ