ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო  კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს -  ეს გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის

რადიკალურ ოპოზიციას აქვს გეგმა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ეს ფაქტი არეულობების დასაწყებად გამოიყენოს, ეს გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის - რადიკალებს ვერ მივცემთ ამ ქვეყნის არევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ გათვლა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ ამა წლის დეკემბერში ვერ მიიღებს, მათ ეს უნდათ გამოიყენონ ეს ფაქტი არეულობის მოსაწყობად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი გათვლა. სწორედ ამის გამო აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მათი გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. დაველოდოთ დეკემბერს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული განსხვავებით შარშანდელი წლისგან. ასეც თუ ისეც, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმები განწირულია სრული ფიასკოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ქუჩაში პროცესების გადატანას და აქციების დაწყების შესაძლებლობას, როგორც კობახიძე ამბობს, ამას ოპოზიცია აუცილებლად ეცდება.

„ამას ეცდებიან, ამისთვის ამზადებენ ისინი აქტივს, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებით“ აგრესიული ქმედებებისთვის. ეს არის მათი გეგმები, თუმცა, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და როგორც წინა წელს არ მიეცათ ქვეყნის არევს შესაძლებლობა, ასევე იქნება მომდევნო წლებშიც. ჩვენ რადიკალებს ვერ მივცემთ ამ ქვეყნის არევის შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში საქართველოს პრეზიდენტიც არის ჩართული.

"სამწუხარო ის არის, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია წარმართავს. ეს ძალიან სამწუხაროა. იმედი დავიტოვოთ, რომ ის სხვანაირ განცხადებებს გააკეთებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არმონიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში