ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეკემბერში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს 50/50-ზე აფასებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ამის შესახებ კობახიძემ მმართველის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება რომ ხდებოდეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი 100%-ით გარანტირებული ექნებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ეს რომ იყოს გარკვეულ მტკიცებულებებზე, ფაქტებზე დაფუძნებული, თავისი არსით ტექნიკური გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა იმის 100%-იანი გარანტია, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50/50-ზე. ბევრ ფაქტორზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ვნახოთ როგორი იქნება ვითარება დეკემბრისთვის და ამის მიხედვით მიიღებს, ალბათ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს