მამუკა მდინარაძე - ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება  ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს ყოფილიყო

ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, თუკი რაიმე ხარვეზი იყო, ეს წაადგება მმართველ გუნდს, რომ დასკვნები გამოიტანოს შემდეგი არჩევნებისთვის.

„ჩვენი ამ შემთხვევაში ინტერესიც, პარტიული წარმატებაც რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან კარგია, რომ ელექტრონულად ჩატარდა, ძალიან კარგია, რომ თუკი რაიმე ხარვეზი იყო და ცოტა იყო ასეთი ხარვეზი, ეს წაგვადგება ჩვენ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დაიხვეწოს, ზუსტად ვიცოდეთ, გამოწვევები რა არის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ პრაქტიკული გადაწყვეტა საჭირო, ამაზე ვიმუშაოთ. ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, მდინარაძემ არჩევნების კონტექსტში IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა, რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“.

„არანაირი რესურსი არ დაზოგეს, ზუსტად იცოდნენ, რომ რაღაც კამპანიის ფარგლებში, როდესაც მაგალითად IRI-ის რაღაც საოცრება უნდა დაედო და ეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგები დრამატულადაა შემცირებული, ამ დროს აღმოჩნდებოდა, რომ დრამატულად არის გაზრდილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათთვის, ეს არაფერში არ აწყობდათ. ამიტომ, მათი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაგმატული გათვლა იყო, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები, პროცენტებში ასახული, იქნებოდა მათთვის ძალიან დამაზიანებელი და IRI-ის კვლევა კიდევ უფრო სასაცილო გახდებოდა. ჩვენ შეგვიძლია დღესაც, ამის გარეშეც დავამტკიცოთ ციფრებით და ფაქტებით, რომ IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის. მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, მათ შორის, მქონია ურთიერთობა ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან, რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები და არანაირ კვლევასთან ამას საერთო არ აქვს. ამის დასტურად მე შემიძლია მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19% აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე პირდაპირი გამოკითხვის შედეგები. ჩვენს მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების სიით, (იცით აქტივობა რამდენია ხოლმე - 50-55 %-ის ფარგლებში), ჩვენს მხარდასაჭერად სიით ამომრჩევლის 30% მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ამ ასე დავარქვათ, უმოტივაციო არჩევნებში, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული, რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20% მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. ამ ვითარებაში, ამომრჩევლის 30%-მდე მივიდა. ამიტომ, IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ