ლევან ხაბეიშვილი - არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ლაზარე გრიგორიადისი ციხეში იყოს - თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, სასამართლოსთან ვიყოთ, რადგან ის მძევლად ჰყავთ აყვანილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 1-ელ მაისს, საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე იმყოფება და საზოგადოების მოქალაქობრივი ვალია, რომ მისი უფლებები დაიცვას.

„მინდა მოქალაქეებს ვუთხრა - ჩემო მეგობრებო, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ევროკავშირშია, დაკავებით გემუქრებიან. ამის ნათელი გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა ციხეში იყოს. ის წინასწარ პატიმრობაში რატომ იმყოფება? - რობოკოპებს დააშინებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს? სადმე გაექცევათ? არ შეუძლიათ პასპორტი ჩამოართვან, ან საზღვარზე გააკონტროლონ? ამას პირობითად ვამბობ, რადგან, ხომ ვიცით, რომ ლაზარე არსად გამქცევი არაა?! მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არცერთი არგუმენტი, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს და „მესიჯი“ აქვთ, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ და პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო ხვალ, 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და ლაზარეს უფლებები დავიცვათ, რადგან ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში, მძევლად აყვანილი. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით პარლამენტში შემოიტანა „რუსული კანონი“, რომელიც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი