ლევან ხაბეიშვილი - გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს და მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

"რუსული ოცნება" მიეჩვია ახალგაზრდების დევნას, მათ მკვლელობას, შემდეგ ხელების დაბანას და იმის თქმას, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. არადა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკანასკნელი წლებია "რუსული ოცნება" ახალგაზრდებს კლავს. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, როცა ამ საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, რომ ამ საქმეზე იყო მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი და ამის გამო გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა. მან ისაუბრა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომ გამოძიების პირობებში იყო ზეწოლა, მითითებები, რა კითხვები უნდა დაესვათ კონკრეტული ადამიანებისთვის და საგამოძიებო მოქმედებები როგორ უნდა ეწარმოებინათ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ "რუსული ოცნება" კლავს ისე, რომ მერე ამ საქმეებს არათუ თაროზე შემოდებს ან ამბობს, რომ რამე ვერ გამოიძიეს, არამედ შემოგვასაღებენ, თითქოს საქმე გახსნილია, ყველაფერი კარგად არის და დამნაშავე არავინ ყოფილა",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, საქმის გამომძიებელმა განაცხადა ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ გუშინ ფაქტობრივად, ახალ გარემოებებზე მიუთითა ამ საქმის გამომძიებელმა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მკვლელები დაისაჯონ. სამწუხაროდ, მკვლელები არიან მაღალ თანამდებობებზე მოკალათებული როგორც სუს-ში, ასევე პროკურატურასა და შსს-ში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში