ლევან ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს

“რუსული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს, დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილმა სამხედროებს „თავდაცვის ძალების დღე“ მიულოცა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „რუსული ოცნების ამოცანაა, როგორმე დაშალოს, მიწასთან გაასწოროს და მოკლას პატრიოტული სულისკვეთება ქართულ არმიაში“.

„თავდაცვის ძალების დღე, მინდა მივულოცო ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სამხედროები ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.

რეალურად, რუსული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს. დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის ...

11 წელია "რუსული ოცნების" ამოცანაა, როგორმე დაშალოს, მიწასთან გაასწოროს და მოკლას პატრიოტული სულისკვეთება ქართულ არმიაში, მაგრამ ცხადია, ეს მათ აუხდენელ ოცნებად დარჩებათ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს ჯარს ფინანსურადაც ძალიან გაუჭირვა რუსმა ოლიგარქმა. მაქსიმალურად ცდილობენ, ჯარისკაცები ფინანსური წნეხის ქვეშ ჰყავდეთ და ჯარიდან გააქციონ ქვეყნის პატრიოტები...

საბოლოოდ, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ თავდაცვის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის”, პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის სპეციალისტი დანიშნეს. რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ დაიქვემდებარა ჯარი ... მიუხედავად ამისა, ის ვერ მოახერხებს დაიმორჩილოს არმია.

ხელისუფლების შეცვლიდან მეორე დღესვე, რადიკალურად შეიცვლება ეს დამოკიდებულება და მიდგომები. დაფასდება თითოეული ჯარისკაცი, ოფიცერი და ამაყად გავაგრძელებთ ქართული ჯარის მშენებლობას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ