რესპუბლიკის მოედანზე აქციის ორგანიზატორები და მათი თანამოაზრეები იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და მისი თანამოაზრეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებაა. მათივე განმარტებით, ახლა საზოგადოების ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ადგილზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც. რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია სცენაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ამირან ჩხიკვაძემ განუცხადა, დასავლური სამყარო ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

"ლიბერალური სამყარო, მთელი მსოფლიო მათი აგენტურის ხელმძღვანელობით ახორციელებს ზეწოლას ქართველი ერის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. არ აინტერესებთ, რა გვსურს მე, თქვენ, ჩემს შვილებს", - განაცხადა ამირან ჩხიკვაძემ.

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი