ხალხმა ყველაფერი თქვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და პოსტს ფოტო დაურთო, სადაც 2021 და 2023 წლებში ფოთი-ხობი-სენაკის, თერჯოლის, ქუთაისის, ცაგერის, ტყიბულის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის რეგიონებში გამართულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობაა ასახული.
„29 აპრილის არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) ძლიერად ასახავს ელექტორატის მზარდ მხარდაჭერას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა ვემსახუროთ ხალხს უფრო მაღალი დემოკრატიული მანდატითა და ლეგიტიმაციით“, - დაწერა პაპუაშვილმა.