რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - "მოვდივარ" მიმდინარეობს, რომლის სლოგანია: "საქართველო უპირველეს ყოვლისა".

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "აი უცნობი".

აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა.

რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" თამაშს უყურებდნენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია