რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს

რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით -"მოვდივარ", ორგანიზატორებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს.

კერძოდ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსახიობ ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.

ამასთან, აქციის საორგანიზაციო ჯგუფის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ეკონომიკური პოლიტიკის გატარება უზრუნველყოს, დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება და შეწყდეს „ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება“.

„მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს; ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის; ასევე მოვითხოვთ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას; კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს; დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს; დაიწეროს, დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები; ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა - ამისთვის მოვედით თქვენთან“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ კანონი ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად აღსრულდეს.

„ხელისუფლებისგან ვითხოვთ, კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვაქვს არჩევნები და თუ რამე არ მოგვწონს, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს