ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა" გაიმართა

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბის) (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორის მოადგილე, ნინო ოკრიბელაშვილი, Academia Europaea-ს წევრი, აკადემიკოსი ზაზა სხირტლაძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ფრანგიშვილმა განაცხადა, საქართველოს ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია.

„ჩვენი ცენტრის აქტივობა მიმართულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაზე ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ხშირად, ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით და ითვლება, რომ ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან და ისტორიული განვითარების ხაზი ბერძნულ-რომაული კულტურული სივრციდან დღევანდელობამდე შუა საუკუნეების აღორძინების პროცესების გავლით. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი. ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია“, - განაცხადა დავით ფრანგიშვილმა.

თსუ-ს რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, კონფერენცია საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს გელათის სამონასტრო კომპლექსს ეძღვნება.

„კონფერენცია საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეძღვნება - გელათის სამონასტრო კომპლექსს და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულ ძეგლს - გელათის კატენებიან ბიბლიას, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ საეკლესიო ღირებულების ნაწარმოებს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის მაჩვენებელს. ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა შემოგვინახა ეს განსაკუთრებული ბიბლია",- აღნიშნა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა.

თსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს ისტორიულ - წყაროთმცოდნეობითი და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები; ასევე კვლევები ძველი ქართული ლიტერატურის; შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერების და ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ.

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას გელათის აკადემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კვლევაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის