ხატია დეკანოიძე - მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა და მრავალკვირიანი კამპანიისა, გუშინდელი აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს

"ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გახმოვანებული მოთხოვნა ახალი არაა, 11 წელია ეს გვესმის და ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი. "ქართული ოცნების" პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მრავალკვირიანი კამპანიისა და ორგანიზებისა, ამ აქციამ აჩვენა, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში მომავალი არ აქვს.

"ეს ადამიანები იყვნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ადამიანები და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მოვლით და არაპირდაპირი გზით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ანტიდასავლური გზავნილების გამეორებას. მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა, მრავალკვირიანი კამპანიისა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი ჩვენი ქვეყანა, რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას მომავალი არ აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით გახმოვანებულ მოთხოვნას, ესეც ხომ არ არის ახალი, 11 წელია ეს გვესმის და ამას სთავაზობს ეს პარტია ადამიანებს, 11 წელია ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ "ქართული ოცნების" პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - განაცხადა დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს