გია ხუხაშვილი - თუ გვინდა ცვლილებები დაიწყოს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებაა მნიშვნელოვანი - სრულიად ახალი თუ გამოჩნდება, იდეალურია, მაგრამ თუ ვერ გამოჩნდება, არსებულ პოლიტიკურ ელიტაში რაღაც უნდა გამოიძებნოს

გუშინდელი აქცია არის სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „აი უცნობის“ ორგანიზებით, გუშინ გამართული აქცია შეაფასა.

მისივე თქმით, ხელისუფლება უკვე საბოლოოდ ჯდება ე.წ. ულტრაკონსერვატიულ ფლანგზე, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი მეთოდი მისაღებია.

„ეს აქცია ამ დიდი იდეოლოგიური პროპაგანდისტული მუშაობის ერთ-ერთი კომპონენტი იყო. პრინციპში, ეს არის ერთი ერთში იმის, რაც რუსეთში ხდება. საუბარია იმაზე, რომ გარკვეული შეთქმულების თეორია იდგმება, ვირტუალური საფრთხეების ფორმირება ხდება და მერე ადამიანებს არწმუნებენ, რომ ეს საფრთხეები არის რეალური და ამას უნდა ვებრძოლოთ. ხელისუფლება უკვე საბოლოოდ ჯდება ე.წ. ულტრაკონსერვატიულ ფლანგზე, როდესაც ნებისმიერი მეთოდია მისაღები იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო და სპეკულაცია შეიძლება ნებისმიერ თემაზე,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პედალირებს იმ ადამიანებზე, ვინც 1990-იანი წლების შემდეგ, გულწრფელად არიან შეშინებულები.

„აქციაზე იყო მობილიზაციის ნაწილიც, მაგრამ იყო გულწრფელად დამფრთხალი, შეშინებული ადამიანები. უფრო საქართველოს უახლესი ისტორიის, 1990-იანი წლების შედეგად ტრავმირებული ადამიანები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ ომის და არეულობის. ამ სეგმენტზე პედალირებს ხელისუფლება,“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა გადაცემაში საუბრისას განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “ქართულმა ოცნებამ“ ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს და ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.

ხუხაშვილის თქმით, ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სრულიად ახალი თუ გამოჩნდება იდეალური იქნება, მაგრამ სრულიად ახალი თუ ვერ გამოჩნდება, არსებულ პოლიტიკურ ელიტაში რაღაცა უნდა გამოიძებნოს, იმ ტიპის კონფიგურაციები, რომლებსაც აქვს რესურსი, რომ შექმნას გარკვეული სინერგია. ყოფილა პრეცედენტები, რომ 2-3%-იანმა პარტიამ, თუ ისინი ერთი მიზნით გაერთიანდნენ, ჯამში 30% მოგვცა. რატომ არის შესაძლებელი? თუ ჩვენ ბოლო კვლევებს ვნახავთ, 40%-დან 60%-მდე ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი, იმიტომ, რომ ძალას ვერ ხედავს, არ სჯერა, რომ ის შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს და არ უღირს იმისთვის ხმის მიცემა, ანუ სკეპტიკურად არის განწყობილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ