საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაშა ხუციშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, შიქსინ ჩენთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, რეიჩელ ტომსონთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, დავიდ კავანოსთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, ჩოო კიუნგ ჰოსთან.

„ქართულ დელეგაციაში, ასევე, არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ფინანსთა მინისტრი ADB-ის მმართველთა საბჭოსა და ბიზნეს-სესიას დაესწრება. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიაზე.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ოფიციალური ღონისძიება გაიმართება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.

ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღიდან, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ საქართველოს სტენდთან, დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ საინფორმაციო და ვიდეო მასალას გაეცნონ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის