გურამ მაჭარაშვილი - IRI იმდენად აირია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა - ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია და ამიტომ პატიმარი სააკაშვილი მიაწერა - ასე დარჩა ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია

IRI იმდენად აირია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვინ მიეწერა - ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი, ვერ გაარკვია და ამიტომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მიაწერა - ასე დარჩა ხახამშრალი ხაბეიშვილი და მელია, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, IRI-ის კვლევები ხალხის ნებას არასოდეს ემთხვეოდა და „კვლევა იყო ერთი, ხოლო არჩევნების შედეგები - მეორე“.

"ასე მოხდა რვაჯერ და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ამ კვლევების არავის აღარ სჯერა. ქართულმა საზოგადოებამ მყისიერად დაადასტურა, რომ კვლევები რომელიღაც ოთახშია დაწერილი და არის მათი სურვილი.

IRI ისე აირია, რომ "ნაცმოძრაობა" ვის ეკუთვნის, ჯერ გასარკვევია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო