შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არაპატრიოტული და შეუმდგარი ოპოზიცია - ისინი მოქმედებენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით

დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, ყველაზე არაპატრიოტული და შესაბამისად, ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია - ისინი მოქმედებენ და აქტიურდებიან მაშინ, როდესაც გრძნობენ, ხედავენ, რომ თემას აქვს მხარდაჭერა მათი გარე მფარველებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებების თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით მოქმედებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „უცხო ქვეყანაში“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე.

„ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით, საკუთარი ამომრჩევლის პოლიტიკური დღის წესრიგის, არამედ უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებების თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით. ხომ ვაკვირდებით, როდის აქტიურდებიან? ყველა თემა, რომელიც ჰქონდათ ბოლო პერიოდში წამოწეული - უკრაინის მიმართ სოლიდარობა, სტატუსის საკითხი, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ყველა ეს თემა საქართველოს საზღვრებს გარედან იქნა შემოტანილი, გააქტიურებული და ამ შემთხვევაში აქტიურდება ხოლმე ჩვენი ოპოზიცია. ისინი მოქმედებენ და აქტიურდებიან მაშინ, როდესაც გრძნობენ, ხედავენ რომ თემას აქვს მხარდაჭერა მათი გარე მფარველებისგან. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, სწორედ რამდენიმე მოსამართლის სანქცირებას, რამაც გააქტიურა ეს თემა და რადიკალური დღის წესრიგი კიდევ უფრო გაამწვავა. მტკიცებულება დღემდე არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების უკან არგუმენტების არსებობაში ძალიან დიდი ეჭვი არსებობს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის სურვილი სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციაა და ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს.

„საჯაროდაც აცხადებენ, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს მტკიცებულებების შექმნა იმ გადაწყვეტილებისთვის [აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება]. კანცელარიის დონეზე დაჰყავთ თავისი თავი და საქართველოს პარლამენტი, რაც, რა თქმა უნდა, აჩვენებს თუ რამდენად შეუმდგარია ჩვენი ოპოზიცია. ვფიქრობ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, დღევანდელი ოპოზიცია არის ყველაზე არადამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, ყველაზე არაპატრიოტული და შესაბამისად, ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია. ოპოზიციის სურვილი არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს. ამის მექანიზმები რა იქნება და როგორ იქნება, ამას ყველა ნახავთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა