საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, ვინაიდან მემორანდუმი არჩევნების ადმინისტრირებასა და მართვაში პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ალბანეთის რესპუბლიკა ტექნოლოგიური ინტერვენციის კუთხით იგივე გზას გადის, რასაც საქართველო და ვფიქრობ, მსგავსი თანამშრომლობის ფორმატი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და დროულია,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინფორმაციის გაცვლისა და ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ილირიან ცელიბაშმაც ისაუბრა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ჩვენს ინსტიტუციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების უფრო მეტად გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისა და საარჩევნო საქმიანობის უკეთ წარმართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება,“ - აღნიშნა ილირიან ცელიბაშმა.

„მემორანდუმი მხარეებს შორის 28 აპრილს გაფორმდა. ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი საქართველოში 29 აპრილის არჩევნებზე დასაკვირვებლად სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უცხოელი კოლეგების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. საქართველოს ცესკოს ლოს-ანჯელესის ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციისგან საერთო პრინციპების გაზიარებასთან დაკავშირებით დეკლარაცია გადმოეცა, რაც ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას და 29 აპრილის არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას გულისხმობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა