გიგა ბოკერიას განცხადებით, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები ხელისუფლების მხრიდან „ძალის დემონსტრირებაა იმ მარცხის ფონზე, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით იწვნიეს“

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები ხელისუფლების მხრიდან „ძალის დემონსტრირებაა იმ მარცხის ფონზე, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით იწვნიეს“.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ აღნიშნულ საქმეზე კითხვის ნიშნები არ იყოს, უნდა გააფართოოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუციის კომპეტენცია იმ მუხლებზე, რითაც გრიგორიადისსა და აკოფაშვილს ბრალი აქვთ წაყენებული.

„ლაზარეს და თორნიკეს საქმე თვითონ რეჟიმმა აქცია პრინციპულ საქმედ, როდესაც აწარმოებს ამაზრზენ კამპანიას მათ ორიენტაციაზე, პერსონალურ ცხოვრებაზე, რაც არავითარ კავშირში არ არის ბრალდებებთან, რაც წაყენებული აქვთ. ეს ნებისმიერი სტანდარტით ამაზრზენია. ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდა ადამიანების შავრაზმულად დემონიზება, ყველა ვარიანტში უნდა იწვევდეს და იწვევს კიდეც საზოგადოების პროტესტს. ეს ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებაა იმ მარცხის ფონზე, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით იწვნიეს.

ის კამპანია, რაც საზოგადოებრივმა ჯგუფებმა წამოიწყეს და რასაც მხარს ვუჭერთ, მარტივია - ეს საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განსაჯოს. მივმართავ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს - ხომ თვლით, რომ დანაშაულია ჩადენილი, განსაჯონ ნაფიცმა მსაჯულებმა. ჩვენთან ეს სისტემა დაშვებულია, ოღონდ არსებულმა რეჟიმმა ამ სისტემის გაფართოება დაბლოკა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საქმეებზეა. თუ უნდათ, რომ ამ საქმეზე კითხვის ნიშნები არ იყოს, ივანიშვილის რეჟიმმა უმარტივესი ნაბიჯი უნდა გადადგას - გააფართოოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუციის კომპეტენცია იმ მუხლებზე, რითაც ამ ახალგაზრდებს ბრალი აქვთ წაყენებული. რადგან ამის წინააღმდეგები არიან, ეს არის მათი მოტივაციის ლუსტრაცია - უნდათ, ამერიკის მიერ სანქცირებულ კლანს დაუტოვონ ეს საქმე “,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გაიმართება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია ბრალდებულის მხარდასაჭერი აქციის გამართვა. ამ წუთებში ბრალდებულის მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში იკრიბებიან.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი