ბაჩო დოლიძე - ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც „რუსულ კანონს" ებრძოდა, გარეთ იყოს - არ უნდა დავუშვათ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ჩავუტოვეთ რეჟიმს სადამსჯელო ოპერაციის სახით

ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც "რუსულ კანონს" ებრძოდა, გარეთ იყოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოლოდინთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ბაჩო დოლიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით, ცალსახად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება არც ერთი ადამიანის ჩატოვება ამ რეჟიმისთვის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ებრძოდნენ რეჟიმს, "რუსულ კანონს". მარტის მოვლენების პერიოდში უამრავი ადამიანი დაზარალდა, თვალები დათხარეს და არც ერთი სამართალდამცველი პასუხისგებაში მიცემულია არ არის. შესაბამისად, პრეცედენტი იქნება ჩვენ თუ დავუშვით ის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ჩავუტოვეთ რეჟიმს სადამსჯელო ოპერაციის სახით, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი. ასე რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც "რუსულ კანონს" ებრძოდა, იყოს გარეთ,“ - განაცხადა დოლიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში