პარლამენტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებით წარსდგა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„კომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიმართულებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებასა და გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ყურადღება ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტრ-მობილურობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში