ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის წევრობა გარკვეული სუვერენიტეტის დათმობასაც გულისხმობს - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ევროპული ინტეგრაციის თანმდევი ნაწილია

ევროკავშირის წევრობა გარკვეული სუვერენიტეტის დათმობასაც გულისხმობს - შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ევროპული ინტეგრაციის თანმდევი ნაწილია , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მოთხოვნების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

სამხარაძის აზრით, 30 აპრილის აქციის მონაწილეთა რეაქციები უფრო სხვა თემატიკას ეხება და არა სუვერენიტეტის შეზღუდვას.

როგორც სამხარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ პირადად მასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან არსებობდა მოწოდებები პოლიტიკურ-პარტიულ სიმპათიებთან დაკავშირებით, რაც მიუღებელია.

“შიდა საქმეებში ჩარევად სწორედ ეს იგულისხმება და არა ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, რადგან ეს ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი ნაწილია.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტის თემას, აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების“ დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული და აქ ნეიტრალიტეტზე საუბარი არ არის. კონსტიტუციაში შავით თეთრზე არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის, რაც არის სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება. შესაბამისად, სამხედრო პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ნეიტრალიტეტს ავტომატურად გამორიცხავს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი